მთავარითემები „ჭ“ჭორები

ჭორები

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 24:6
    ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
  2. ეზეკიელი 7:26
    უბედურებას უბედურება მოჰყვება, ამბავს ამბავი დაემატება, წინასწარმეტყველისგან ხილვას მოითხოვენ, მაგრამ რჯული დაეკარგება მღვდელს და რჩევა უხუცესებს.
  3. ეზეკიელი 23:1
    და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
  4. იოანეს 21:23
    ამიტომ გამოვიდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ არ მოკვდებოდა ის მოწაფე. მაგრამ იესოს არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუ მსურს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს იგი, შენ რაო?
  5. იერემია 51:46
    ნუ დაგისუსტდებათ გულები და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, ქვეყნად რომ გაისმის; ეს ხმა მოვა ამ წელს, მომდევნო წელს - სხვა ხმა; არ შეწყდება ძალადობა ქვეყანაზე და მბრძანებელი მბრძანებელზე აღდგება.
  6. მარკოზის 13:7
    თქვენ კი, როცა მოისმენთ ომების შესახებ და ომების ამბებს, ნუ შეძრწუნდებით, ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
  7. 1 ტიმოთეს 4:7
    ოღონდ უღვთო და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე;
  8. იგავნი 17:4
    ბოროტმოქმედი უსამართლოს ბაგეს უსმენს, ცრუ ადამიანი დამანგრეველ ენას უგდებს ყურს.
  9. იგავნი 16:28
    უკუღმართი კაცი განხეთქილებას თესავს, ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
  10. იგავნი 26:24
    მოძულე კაცი თავისი ბაგეებით თავს ინიღბავს, გულში კი მზაკვრობა უდევს;
  11. 1 ტიმოთეს 3:11
    ცოლებიც ღირსეული უნდა იყვნენ: არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი.
  12. 1 ტიმოთეს 5:13
    და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული.
  13. 1 ტიმოთეს 6:11
    შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს.
  14. 2 მეფეთა 13:30
    ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ ამბავი მოუვიდა დავითს: „ამოჟლიტაო აბესალომმა მეფის ძეები, ერთიც არ გადარჩენილა”.
  15. 4 მეფეთა 19:7
    აჰა, მოვუვლენ სულს, მოისმენს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისსავე ქვეყანაში დაეცემა მახვილით!
  16. ესაია 37:7
    აჰა, სულს ჩავუდებ, ამბავს გაიგებს და დაბრუნდება თავის ქვეყანაში; მახვილით დავცემ მისივე ქვეყანაში”.
  17. ნეემია 6:6
    წერილში ეწერა: „ერებში ხმა დადის და გაშმუც ამბობს, რომ შენ და ებრაელებს ამბოხება გაქვთ განზრახული და კედელსაც ამიტომ აშენებ. ამავე ხმების თანახმად, მათზე გამეფება გაქვს განზრახული.
  18. ლუკას 1:65
    შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა; და დიდი მითქმა-მოთქმა იყო ამის თაობაზე იუდეის მთიანეთში.

← ყველა თემა „ჭ“-ზე