მთავარითემები „ბ“ბოროტთა ბილიკები

ბოროტთა ბილიკები

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იობი 6:18
    იცვლიან კალაპოტებს, არარაობაში მიედინებიან და იღუპებიან.
  2. იობი 24:13
    სინათლის წინააღმდეგ ამბოხებულთაგან არიან ესენი, არ აღიარებენ მის გზებს და არ რჩებიან მის ბილიკებზე.
  3. ესაია 59:8
    მშვიდობის გზები არ უწყიან, სამართალი არ არის მათ მისვლა-მოსვლაში, გაიმრუდეს ბილიკები, ვინც მათზე გაივლის, არ იცის მშვიდობა.
  4. იგავნი 2:18
    მისი სახლი სიკვდილში იძირება და მისი ბილიკები მკვდრებისკენ მიემართება.
  5. იგავნი 1:15
    შვილო, ნუ ივლი მათ გზაზე, აარიდე ფეხი მათ გზასავალს,
  6. ესაია 59:7
    ბოროტისკენ გაურბით ფეხები, უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად მიისწრაფიან. მათი ფიქრები უმართლო ფიქრებია, ძალადობა და განადგურებაა მათ გზებზე.
  7. ესაია 3:12
    ჩვილნი ავიწროებენ ჩემს ხალხს და დედაკაცნი მმართველობენ მასზე; ჩემო ხალხო, შენი წინამძღოლნი გაცდუნებენ და სავალი გზები გაგიმრუდეს.
  8. ოსია 2:6
    ამიტომ, აჰა, გადავუღობავ გზას ნარ-ეკლით, ზღუდეს ავაგებ და ვეღარ მიაგნებს თავის ბილიკებს.

← ყველა თემა „ბ“-ზე