ბიბლიის მუხლები თემაზე
ბოროტის თავიდან აცილება
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 თესალონიკელთა 5:22
განერიდეთ ყოველგვარ ბოროტს.
- იგავნი 4:15
მიატოვე იგი, ნუ გაივლი მასზე, გადაუხვიე მისგან და გაიარე.
- რომაელთა 16:17
შეგაგონებთ, ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი.
- 1 ტიმოთეს 6:20
ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე უწმიდურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს,
- 2 ტიმოთეს 2:16
მოერიდე უწმიდურ ლაყბობას, რომელსაც უფრო და უფრო მიჰყავს ხალხი უღვთოებისაკენ.
- 2 ტიმოთეს 2:23
სულელურ და უმეცრულ პაექრობებს მოერიდე. იცოდე, რომ ისინი შეხლა-შემოხლით თავდება.
- ტიტეს 3:9
მოერიდე სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და დავას რჯულის თაობაზე, ვინაიდან უსარგებლო და ფუჭია.