ბიბლიის მუხლები თემაზე
ბოროტის საზღაური
6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- რომაელთა 6:23
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი - მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.
- იგავნი 10:16
მართლის შრომას სიცოცხლე მოაქვს, ბოროტეულთა ნაყოფი კი ცოდვაა.
- იგავნი 15:6
მართლის სახლში დიდი განძია, უკეთურის მონახვეჭში კი გასაჭირი.
- 2 პეტრეს 2:13
და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ნებივრობენ ყოველდღიურ ფუფუნებაში; მანკიერნი და ბილწნი, საკუთარ საცდურში ნადიმობენ თქვენთან ერთად.
- 2 პეტრეს 2:15
სწორი გზა მიატოვეს, ცდუნდნენ და ბილყამ ბოსორელის გზას დაადგნენ, რომელმაც უკეთურობის საზღაური შეიყვარა;
- იგავნი 11:18
უკეთური ტყუილ გასამრჯელოს იღებს, სიმართლის მთესველს კი ჭეშმარიტი საზღაური აქვს.