მთავარითემები „ბ“ბოროტების ზრდა

ბოროტების ზრდა

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეზეკიელი 8:6
    მითხრა: „ძეო კაცისავ! ხედავ, რას სჩადიან? დიდ სისაძაგლეს, რასაც ისრაელის სახლი სჩადის აქ, რათა მოვშორდე ჩემს საწმიდარს! წამომყევი, კიდევ უფრო დიდ სისაძაგლეებს იხილავ”.
  2. ეზეკიელი 8:13
    კვლავ მითხრა: „ისევ დაბრუნდი და იხილავ უფრო დიდ სისაძაგლეებს, ესენი რომ სჩადიან”.
  3. ეზეკიელი 23:19
    ის კი ამრავლებდა თავის მეძავობას, იხსენებდა რა თავისი სიყმაწვილის დღეებს, როცა ეგვიპტის ქვეყანაში მრუშობდა;
  4. ეზეკიელი 5:6
    მაგრამ ხალხებზე უფრო ბოროტად აუჯანყდა იგი ჩემს დადგენილებებს და გარშემო მყოფ ქვეყნებზე უარესად აღუდგა ჩემს წესებს, რადგან ჩემი დადგენილებები უკუაგდეს და ჩემი წესებით არ იარეს.
  5. ოსია 4:7
    რაც უფრო გამრავლდნენ, მით უფრო მცოდავენ, სირცხვილად ვაქცევ მათ დიდებას!
  6. ეზეკიელი 23:29
    სიძულვილით მოგექცევიან, მთელ შენს ქონებას წაიღებენ, შიშველ-ტიტველს დაგაგდებენ და გამოჩნდება შენი მრუშობის სიშიშვლე, შენი გარყვნილება და მეძავობა.
  7. ოსია 8:14
    დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი და საკერპოები აიშენა; გამაგრებული ქალაქები გაიმრავლა იუდამ; მაგრამ ცეცხლით ვშთანთქავ მის ქალაქებს და მის სასახლეებს.
  8. მათეს 10:25
    მოწაფისთვის საკმარისია ისეთი იყოს, როგორიც მისი მოძღვარია და მონისთვის - როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს.
  9. მათეს 24:12
    და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
  10. რომაელთა 5:20
    რჯული იმისთვის შემოვიდა, რომ დანაშაული გამრავლებულიყო, ხოლო როცა ცოდვა გამრავლდა, მადლმაც გადააჭარბა.
  11. გოდება იერემიასი 2:5
    მტრად მოეკიდა უფალი, დასცა ისრაელი და მისი ყველა სასახლე, დააქცია მისი ციხე-სიმაგრენი და გაუმრავლა იუდას ასულს გლოვა და ტირილი.

← ყველა თემა „ბ“-ზე