ბიბლიის მუხლები თემაზე
ბარაბა
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- საქმეები 3:14
თქვენ უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეჩუქებინა თქვენთვის.
- ლუკას 23:18
მაგრამ მთელი ხალხი აუყვირდა: მოაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბაო,
- იოანეს 18:40
კვლავ აყვირდნენ და თქვეს: „ეს კი არა, ბარაბა.” ბარაბა კი ავაზაკი იყო.
- მათეს 27:16-17
ჰყავდათ მაშინ ცნობილი პატიმარი, ბარაბად წოდებული. როცა მათ თავი მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?
- მათეს 27:20-21
ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ. მიუგო განმგებელმა და უთხრა მათ: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?” მათ უთხრეს: „ბარაბა.
- მათეს 27:26
მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.
- მარკოზის 15:7
და იყო ვინმე ბარაბად წოდებული, მეამბოხეებთან ერთად შებორკილი, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ.
- მარკოზის 15:11
მაგრამ მღვდელმთავრებმა ააგულიანეს ბრბო, რომ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის.
- მარკოზის 15:15
პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ.