ბიბლიის მუხლები თემაზე
ბალანსი ცხოვრებაში
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ეკლესიასტე 3:1-8
ყოველივეს თავისი დრო და ყოველ საგანს თავისიჟამი აქვს ცის ქვეშ: ჟამი დაბადებისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დარგვისა და ჟამი დარგულის აღმოფხვრისა; ჟამი მოკვლისა და ჟამი კურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა; ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ცეკვისა; ჟამი ქვათა სროლისა და ჟამი ქვათა შეგროვებისა; ჟამი ხვევნისა და ჟამი ხვევნისგან განშორებისა; ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გადაგდებისა; ჟამი რღვევისა და ჟამი კერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა; ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.
- ეკლესიასტე 7:16
ნუ იქნები დიდად მართალი და ნუ დაბრძენდები მეტისმეტად - რად უნდა იყო შეწუხებული?
- 2 პეტრეს 3:17
თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე,
- ეფესელთა 5:15
მაშ, ფრთხლად მოიქეცით – არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
- ლუკას 2:52
ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე.
- 2 ტიმოთეს 1:7
ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
- იგავნი 11:1
მრუდი სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სრული წონა კი – მისი მოსაწონი.
- მათეს 6:33-34
თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.
- ფილიპელთა 4:8
აბა ასე, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ.
- ებრაელთა 13:5
თქვენი გზა იყოს ვერცხლმოყვარეობის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.
- ფილიპელთა 4:11
გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაცა მაქვს.
- 1 პეტრეს 5:7
თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.