ბიბლიის მუხლები თემაზე
აშენება
13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- დაბადება 4:17
და შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი, და იგი დაორსულდა და შვა ხანოქი. და გააშენა მან ქალაქი და უწოდა სახელი ამ ქალაქს, როგორც თავის ძეს, ხანოქი.
- დაბადება 8:20
და აუშენა ნოემ სამსხვერპლო უფალს და აიღო ყოველი წმიდა პირუტყვისაგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და აიტანა სრულადდასაწველნი სამსხვერპლოზე.
- დაბადება 11:4
და თქვეს: „მოდი, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თავიც ზეცას მისწვდება. და ასე შევიქმნათ სახელი, ვიდრე გავიფანტებით მთელი ქვეყნის პირზე”.
- დაბადება 33:17
იაკობი კი დაიძრა სუქოთისაკენ და აიგო თავისთვის სახლი, და თავის სამწყსოსაც გაუკეთა ჩალურები. ამიტომ უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი.
- რიცხვნი 32:16
და ეახლნენ ისინი მას, და უთხრეს: „ჩვენ აქ ავაშენებთ ცხვრის ფარეხებს ჩვენი საქონლისათვის და ქალაქებს ჩვენი ბავშვებისათვის.
- მეორე რჯული 20:20
მხოლოდ ის ხე, რომელიც იცი, რომ ნაყოფის მომცემი არ არის, შეგიძლია გაანადგურო და მოჭრა, და ააგო სიმაგრე იმ ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გეომება, ვიდრე დაეცემოდეს.
- ეზეკიელი 4:2
და გამოხატე მისი ალყა, ააშენე მის წინააღმდეგ სიმაგრე და აღმართე მის წინააღმდეგ მიწაყრილი, და განალაგე მის წინააღმდეგ ბანაკები, და შემოაწყვე მის წინააღმდეგ ირგვლივ კედლის სანგრევი მანქანები.
- 3 მეფეთა 6:14
და ააგო სოლომონმა სახლი და დაასრულა იგი.
- ეზრა 4:1
და გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა, რომ ტყვედყიფილნი ტაძარს უშენებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს,
- 3 მეფეთა 11:7
მაშინ აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქემოშს, მოაბის სიბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ, და მოლოქს, ყამონის ძეთა სიბილწეს.
- ნეემია 4:6
და ავაშენეთ ქალაქის კედელი, და შეიკრა მთელი კედელი მისი სიმაღლის ნახევრამდე, და ჰქონდა ხალხს საქმის გულმოდგინება.
- ლუკას 11:47
ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ წინასწარმეტყველთ, რომელნიც თქვენმა მამებმა დახოცეს!
- ლუკას 7:4-5
ისინი მივიდნენ იესოსთან, სთხოვეს მხურვალედ და უთხრეს: „იგი ღირსია, რომ ეს გაუკეთო, ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა მან აგვიშენა.