მთავარითემები „ა“აქტიური ცხოვრება

აქტიური ცხოვრება

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 12:24
    ბეჯითი ხელი იბატონებს, ზარმაცი კი ხარკად იქნება.
  2. იგავნი 14:23
    ყოველ გარჯაშია მატება, ბაგეთა ამაო სიტყვისაგან – მხოლოდ დანაკლისი.
  3. 1 თესალონიკელთა 4:11
    და გულმდგინედ ეცადოთ იყოთ მშვიდნი, აკეთოთ თქვენი საქმე საკუთარი ხელებით, როგორც ჩვენ გამცნეთ,
  4. 1 კორინთელთა 15:10
    მაგრამ ღვთის მადლით ვარ, რაცა ვარ. და მისი მადლი არ იყო ჩემს მომართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტს ვშრომობდი - არა მე, არამედ ღვთის მადლი, რომელიც ჩემთანაა.
  5. კოლოსელთა 1:9
    ამისათვის მეც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.
  6. იგავნი 21:5
    ბეჯითის ზრახვანი მხოლოდ მატებისკენაა, ხოლო ყოველი დაუდევრისა – კლებისკენ.
  7. კოლოსელთა 3:23-24
    ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის. იცოდეთ, რომ მემკვიდრეობას მიიღებთ უფლისაგან საზღაურად, ვინაიდან უფალ ქრისტეს ემსახურებით.
  8. ეფესელთა 5:14
    ვინაიდან ყოველივე, რაც გამომჟღავნდება, ნათელია, ამიტომ ამბობს: „გაიღვიძე, მძინარევ, და აღსდექ მკვდრეთით, და გაგინათებს შენ ქრისტე.
  9. რომაელთა 8:11
    ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.
  10. იაკობის 1:27
    წმიდა და შეუბღალავი საწმუნოება მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი სოფლისაგან.

← ყველა თემა „ა“-ზე