მთავარითემები „ა“ადამიანური ხელისუფლება, ღვთისგან დადგენილი

ადამიანური ხელისუფლება, ღვთისგან დადგენილი

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 13:1-2
    ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ღმერთის დადგენილებას ეწინააღმდეგება, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.
  2. დანიელი 2:21
    ის ცვლის დროსა და ჟამს, ამხობს და აღადგენს მეფეებს, ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ - ცოდნას.
  3. დანიელი 4:17
    ეს სასჯელი გუშაგების დადგენილებითაა, რათა იცოდნენ ცოცხლებმა, რომ უზენაესი ბატონობს ადამიანთა სამეფოზე. ვისაც უნდა, იმას მისცემს და ადამიანთა შორის დამდაბლებულს დააყენებს მასზე.
  4. იოანეს 19:11
    მიუგო იესომ: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, ზეციდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აქვს.
  5. 1 პეტრეს 2:13
    დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი,
  6. რომაელთა 13:4
    ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე.
  7. ესაია 45:1
    ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს "მე მიპყრია შენი მარჯვენა, რათა ერები დაგემორჩილონ, მე შევხსნი სარტყელთ მეფეთა წელს, რათა გავხსნა კარები შენ წინაშე და კარიბჭენი არ დაიკეტოს.
  8. რომაელთა 13:6
    სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ მიძღვნილნი არიან ამ საქმეზე.
  9. 1 ტიმოთეს 2:2
    მეფეებისა და ყველა ზემდგომთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით;

← ყველა თემა „ა“-ზე