ბიბლიის მუხლები თემაზე
ადამიანთა სწავლებები
13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მარკოზის 8:31-33
დაუწყო სწავლება, რომ ძე კაცისას მრავალი ტანჯვის ატანა მოუწევდა; რომ მას უარყოფენ უხუცესები, მღვდელმთავრები და მწიგნობრები, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება. ცხადად ამბობდა ამას. პეტრემ გვერდზე გაიხმო და კიცხავდა. ის მობრუნდა, მოწაფეებს გადახედა, პეტრეს გაუწყრა და უთხრა: „გამშორდი, სატანავ! ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას”.
- კოლოსელთა 2:22
და რადგან ეს ყველაფერი კაცთა დადგენილებებისა და მოძღვრების მიხედვითაა, მათ გამოყენებას ხრწნილება მოაქვს,
- მარკოზის 7:8
ღმერთის მცნებანი მიატოვეთ და ადამიანთა გადმოცემებს იცავთ - სასმისების, თასების გამორეცხვასა და მრავალ ამდაგვარს, რასაც აკეთებთ”.
- მათეს 15:8-9
ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან. ამაოდ მეთაყვანებიან, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან”.
- მარკოზის 7:7
ამაოდ მექცევიან მოწიწებით, რადგან მოძღვრებასავით ასწავლიან ადამიანურ მცნებებს!
- მათეს 21:25-26
საიდან იყო იოანეს ნათლობა - ზეციდან თუ კაცთაგან?” ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით ზეციდანო, გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას? თუ ვიტყვით, კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე”.
- გალატელთა 1:11-12
ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებ, ადამიანური არ არის. ვინაიდან არც მე მიმიღია და მისწავლია იგი ადამიანისგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
- გალატელთა 1:16
გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რათა წარმართებისთვის მეხარებინა იგი; მყისვე როდი ვეთათბირე ხორცსა და სისხლს.
- მათეს 16:17
იესომ პასუხად უთხრა: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია.
- 1 თესალონიკელთა 2:13
ამიტომ, ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა მიიღეთ, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა - როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნენო.
- მათეს 5:38
ახლა გეუბნებით თქვენ, თავი დაანებეთ ამ ხალხს და მოეშვით მათ, რადგან თუ კაცისგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიშლება.
- 1 თესალონიკელთა 4:8
ამიტომ უგულებელმყოფელი ამისა, არ უგულებელყოფს ადამიანს, არამედ - ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის სულიწმიდას.
- საქმეები 5:29
მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.