მთავარითემები „ა“ადამიანის თავდაცვა

ადამიანის თავდაცვა

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 31:8-9
    გახსენი პირი დამუნჯებულისთვის და ყოველი განწირულის დასაცავად, გახსენი პირი, განსაჯე სამართლიანად და დაიცავი გლახაკთა და გაჭირვებულთა უფლებები.
  2. იერემია 22:16
    ჩაგრულსა და ღარიბ-ღატაკს განიკითხავდა და სიკეთე ჰქონდა. განა ეს არ არის ჩემი შეცნობა? ამბობს უფალი.
  3. მიქა 6:1
    ახლა ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღსდექ და ედავე მთებს, გაიგონებენ შენს ხმას მაღლობები.
  4. ლუკას 21:14-15
    ჩაიდეთ გულებში, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი. რადგან მე მოგცემთ ბაგესა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.
  5. საქმეები 20:10
    გამგებელმა რომ ანიშნა, ილაპარაკეო, მიუგო პავლემ: „ვიცი, რომ მრავალი წელია ამ ხალხის სამართლიანი მსაჯული ხარ, ამიტომ თამამად დავიცავ თავს.
  6. საქმეები 25:16
    ვუთხარი, არ სჩვევიათ-მეთქი რომაელებს სასიკვდილოდ ვინმეს გადაცემა, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ დაუდგებიან ბრალმდებელნი, რათა თავის მართლების საშუალება მიეცეს მას.
  7. 1 კორინთელთა 9:3
    აი, ჩემი თავისმართლება ჩემი ბრალმდებლების წინაშე.
  8. 2 კორინთელთა 12:19
    ისევ ფიქრობთ, რომ თავს ვიმართლებთ თქვენთან? ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ, ქრისტეში და ყოველივე ეს, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლადაა.
  9. ფილიპელთა 1:16
    ერთნი სიყვარულით, რადგან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დაყენებული,
  10. 2 ტიმოთეს 4:16
    როცა პირველად ვიცავდი თავს, არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ.

← ყველა თემა „ა“-ზე