მთავარითემები „ა“ადამიანის სული

ადამიანის სული

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 2:14
    მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.
  2. იობი 32:8
    მაგრამ სული იმყოფება ადამიანში და ყოვლადძლიერის სუნთქვა აძლევს მას გონიერებას;
  3. იგავნი 20:27
    უფლის ლამპარია კაცის სული, მთელი მისი წიაღის გამომკვლეველი.
  4. ეკლესიასტე 3:21
    ვინ უწყის - ადის კი მაღლა ადამიანის ძეთა სული? ჩადის კი დაბლა მიწაში პირუტყვის სული?
  5. ეკლესიასტე 12:7
    ვიდრე დაუბრუნდებოდეს მტვერი მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდებოდეს ღმერთთან, რომელმაც მისცა.
  6. საქმეები 7:59
    ქვას რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”.
  7. 1 კორინთელთა 2:11
    რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისაც არავინ იცის, გარდა ღვთის სულისა.
  8. 1 კორინთელთა 6:20
    ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენს სხეულებსა და თქვენს სულებში, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის.
  9. 2 კორინთელთა 4:16
    ამიტომ არ ვცხრებით, თუმცა კი იხრწნება ჩვენი გარეგანი კაცი, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე.
  10. 1 თესალონიკელთა 5:23
    თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად და მთლიანად, რათა თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.
  11. იაკობის 2:26
    რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე მკვდარია რწმენაც საქმეთა გარეშე.

← ყველა თემა „ა“-ზე