ბიბლიის მუხლები თემაზე
ადამიანი, როგორც ბალახი
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 პეტრეს 1:24-25
რადგან ყოველი ხორციელი ბალახს ჰგავს და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილს. გახმა ბალახი და დაცვივდა მისი ყვავილიც. უფლის სიტყვა კი უკუნისამდე მკვიდრობს. და ეს ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.
- ფსალმუნები 102:15
ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.
- ფსალმუნები 89:3-6
კვლავ მტვრად აქცევ ადამიანს და ეტყვი: დაბრუნდით, ადამის ძენო! რადგან ათასი წელი შენს თვალში, გუშინდელი, განვლილი დღესავით არის, როგორც ერთი საგუშაგო ღამისა. ღვართქაფივით გააქანებ მათ, სიზმარივით ჩაივლიან, ბალახივით, რომელიც ფერს იცვლის ყოველ დილით: დილას ჰყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება.
- ფსალმუნები 102:15-16
ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება. ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის, ვეღარავინ იცნობს მის ადგილსამყოფელს.
- ესაია 37:27
ხელმოკლენი იყვნენ მისი მცხოვრებნი - გაწბილებულნი და შერცხვენილნი. ველის მცენარეებივით გახდნენ - მწვანე მოლივით და ერდოს ბალახივით, თავთავის გაკეთებამდე გათელილი ჯეჯილივით.
- ესაია 40:6-8
ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება - მინდვრის ყვავილივით. ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება უფლის სუნთქვის მონაბერზე; ნამდვილად ბალახია ხალხი. ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას”.
- ესაია 51:12
თვით მე ვარ თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ მოკვდავი ადამიანის და მისი შვილის გეშინია, რომელიც ბალახად ითვლება?
- იაკობის 1:9-11
თავმდაბალი ძმა კი იქოს თავისი სიმაღლით, მდიდარი - თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის როგორც მინდვრის ყვავილი. ვინაიდან აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზაზე.