მთავარითემები „ა“ადამიანების მხილება

ადამიანების მხილება

26 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 29:15
    წკეპლა და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი დედას არცხვენს.
  2. იგავნი 6:23
    რადგან, მცნება ლამპარია და სწავლება - სინათლე, ხოლო სამხილებელი შეგონება ცხოვრების გზაა.
  3. იგავნი 25:12
    ოქროს საყურესავით და ბაჯაღლოს სამკაულივითაა ბრძენის დარიგება გამგონე ყურისთვის.
  4. იერემია 2:19
    შენივე ბოროტმოქმედება დაგსჯის და შენივე განდგომა გამხელს; დაფიქრდი და ნახე, რა ცუდია და რა მწარე, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი და შიში აღარ გაქვს ჩემ წინაშე” - ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
  5. იერემია 27:5
    მე შევქმენი ეს ქვეყანა, ადამიანი და პირუტყვი ქვეყნის ზედაპირზე ჩემი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით და იმას ვაძლევ, ვინც ამას იმსახურებს ჩემს თვალში.
  6. 1 ტიმოთეს 5:20
    შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში.
  7. ტიტეს 1:13
    ეს მოწმობა სამართლიანია. ამ მიზეზით მკაცრად ამხილე ისინი, რათა საღნი იყვნენ რწმენაში.
  8. იგავნი 24:25
    მის მამხილებელთ კი სიამე ექნებათ და მათზე გადმოვა კეთილი კურთხევა.
  9. 1 ტიმოთეს 5:1
    ბერიკაცს ნუ შერისხავ, არამედ შეაგონე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი - როგორც ძმები,
  10. იგავნი 9:8-9
    ნუ ამხელ მქირდავს, თორემ შეგიძულებს; შეაგონე ბრძენს და შეგიყვარებს.  შეაგონე ბრძენი და უფრო დაბრძენდება, დამოძღვრე მართალი და ცოდნას გაიმრავლებს.
  11. მათეს 18:15
    თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.
  12. ლუკას 17:3
    გაფრთხილდით: თუ შეგცოდოს შენმა ძმამ, გაუწყერი; თუ მოინანიოს, მიუტევე.
  13. 2 ტიმოთეს 4:2
    რომ დაჟინებით იქადაგო სიტყვა მოსახერხებელ და მოუხერხებელ დროს, ამხილო, შერისხო, შეაგონო მთელი სულგრძელობითა და სწავლებით.
  14. იგავნი 1:23
    მიუბრუნდით ჩემს შეგონებებს; აჰა, ჩემს სულს გადმოვღვრი თქვენზე, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.
  15. იერემია 30:11
    რადგან, შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ გიხსნა; ბოლოს მოვუღებ ყველა ერს, რომლებშიც გაგფანტე, შენ კი არ მოგიღებ ბოლოს, არამედ სამართლიანად დაგსჯი; დაუსჯელს არ გაგიშვებ”.
  16. 2 ტიმოთეს 3:16
    მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში.
  17. 1 თესალონიკელთა 5:14
    და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.
  18. 1 თესალონიკელტა 5:12
    გთხოვთ ძმებო, პატივი ეცით მომსახურეთ თქვენ შორის, თქვენს წინამძღოლთ უფალში და თქვენს დამრიგებელთ;
  19. იგავნი 18:13
    დარიგების უგულებელმყოფელს სიღარიბე და სირცხვილი მოელის, მხილების გამგონე კი პატივდებული იქნება.
  20. იგავნი 15:31
    სასიცოცხლო მხილების შემსმენი ყური ბრძენთა შორის გაათევს ღამეს.
  21. იგავნი 15:32
    დარიგების უარმყოფელს სძულს საკუთარი თავი, შეგონების შემსმენი კი საზრიანობას იხვეჭს.
  22. იგავნი 19:25
    დამცინავს სცემე და გულუბრყვილო დაჭკვიანდება; შეაგონე კეთილგონიერს და მიხვდება.
  23. იგავნი 17:10
    გაკიცხვა უფრო მოქმედებს გონიერზე, ვიდრე ბრიყვზე ასი დარტყმა.
  24. იგავნი 28:23
    მამხილებელი კაცი ბოლოს უფრო მეტ მადლს ჰპოვებს, ვიდრე პირფერი ენის პატრონი.
  25. ეკლესიასტე 7:5
    ბრძენთაგან მხილების მოსმენა სჯობს, ბრიყვთაგან ქების მოსმენას.
  26. ამოსი 5:10
    შეიძულეს კარიბჭესთან მამხილებელი და შეიზიზღეს წრფელად მოლაპარაკე.

← ყველა თემა „ა“-ზე