მთავარითემები „ა“აბუჩად აგდება

აბუჩად აგდება

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 15:5
    სულელი აბუჩად იგდებს მამის დარიგებას, შეგონების დამცველი კი გონიერი ხდება.
  2. იგავნი 23:22
    უსმინე შენს მამას, მან გშობა შენ და აბუჩად ნუ აიგდებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება იგი.
  3. ფსალმუნები 2:4
    მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ.
  4. 2 ნეშტთა 36:16
    მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ ღვთის მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ხალხს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა.
  5. ფსალმუნები 77:10
    მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.
  6. ზაქარია 4:10
    რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში. უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ უმზერენ.
  7. მათეს 7:6
    ნუ მისცემთ სიწმიდეს ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ.
  8. რომაელთა 2:4
    თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღმერთის სიკეთეს მონანიებისკენ მიჰყავხარ?
  9. 2 პეტრეს 3:3
    უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან.
  10. 2 პეტრეს 2:9-10
    ვინაიდან იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად, უპირატესად კი, ხორციელ გულისთქმებს ბილწად აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი და დიდებათა გმობის ურიდნი,

← ყველა თემა „ა“-ზე